Stay Signed In
Do you want to access your site more quickly on this computer? Check this box, and your username and password will be remembered for two weeks. Click logout to turn this off.
Stay Safe
Do not check this box if you are using a public computer. You don't want anyone seeing your personal info or messing with your site.
დღეს მე მოვკვდები...
ქარის და წვიმის სიმღერაში
აილანდება ჩემი სხეული
დღეს დაგშორდებით...
და "უჩვეულო" "სიფერადით"
დაიხურება ჩემი რვეული...
არ გავვორდები!!!
არც თქვენებური სიფერმკრთალით
გავიტანჯები გადარეული...
...
უბრალოდ ვკვდები...
დაილეწება ჩემი სამყარო...
დაიმიწება ყველა გრძნობა, სხივი და ნდომა...
დაიხურება ყველა კარები.
და უსულგულო სასაკლაო
დაავანებს ბედკრულ ცხოვრებას.
.....
- თქვენ ეს არ გჯერათ?!
-არც მე !! -უბრალოდ-
თავს მოვიტყუებ აქ კიდევ ერთხელ...
და წარმოვიდგენ თუ როგორ ვკვდები,
ამ სუსხიანი
თებერვალის
ერთ "მშვენიერ" დღეს!!!
შენს ტვინის უჯრედებს უნდა შევეპარო
და ჩემზე ფიქრები მოგტაცო მალულად,
რათა არ იგლოვო ჩვენი განშორება
ეულად,ფარულად...
ოცნება შენს სახლში უნდა მიმოვფანტო,
რომ უსიყვარულოდ ერთ წამსაც ვერ ძლებდე,
თვალებზე მზის სხივი უნდა დაგაწებო,
რომ აღარ მეძებდე...
ათასი სურვილი უნდა გამოგიჭრა
უთვალავ თარგებად,იქნებ გამოგადგეს
სიცოცხლე თასებით უნდა მოგიზიდო,
რომ დღეც არ მოგაკლდეს...
მზის დარი ქალწული უნდა შეგახვედრო
და ამ პაემანის ვიქნები მეზღაპრე,
შენს ბაგეს ღიმილი უნდა მივაჭედო,
რომ აღარ მეძახდე...
მძივად აბნეული შენი მოგონება,
უნდა გავწყვიტო და გავფანტო ველად,რომ
ასეთი სიმძაფრით და თავდავიწყებით
აღარ მოგენატრო...
ფრთათეთრი ზამთარი უნდა შევაჩერო
ზაფხულად ვაქციო,რომ აღარ გციოდეს
სული სიხარულით უნდა დაგინამო
რომ აღარ გტკიოდე...
გული საგულეზე უნდა მიგიკემსო,
ზედ ჩემი სახელი ნაზად დავაქარგო,
რათა,რომ დაგტოვებ ჩემო უტკბილესო
გული არ დაკარგო...
არ ვიცი სად ხარ, რას სუნთქავ,
რა გკლავს,
რას ეჭიდები ამჯერად ფიქრით.
ერთი ეგ ვიცი, რომ ჩემთან
არ ხარ
და ჩემი დარდით არ გტკივა ტვინი...
მე კი ძვირფასო დღეებს,
უშენოს,
ეს პაწაწინა ლექსები მირთობს,
გადარეული ჩემი სიზმრებიც,
მუდამდღე შენთან ალერსზე მიხმობს...
არ ვიცი რა ვქნა,
საით გავიქცე,
სად შევეფარო დღეებს,
ნაცრისფერს.
შენი ლეგენდა როგორ დავხიო,
ანდა წარსული როგორ გაგიხდე...
. . .
ჩემს ჰორიზონტზე ბინდი ჩამოწვა
ნისლმა ჩაჟამა ჩემი თვალები…
ვეღარ მიშველის თქვენი
დალოცვა,
სიკვდილი უკვე მიხმობს
წამებით......…
იცი? როდესაც მე ვრჩები მარტო
სულ შენზე ვფიქრობ, შენს ღიმილს ვნატრობ
თითქოს ვიბნევი, თითქოს ვირლები
ძალას ვიპოვი ამას გპირდები..
ისევ ვფიქრდები, ისევ ვტირდები
გრძნობას მივყვები ვეღარ ვდინჯდები
შენ მე გამხადე ამ გრძნობის მონა
და გამიკარგე მე მშვიდი ყოფა
და აი ისევ... მე ვზივარ მარტო
ფიქრებს მიცემული შენ გნატრობ მარტო
მე მენანები, მე მელანდები
სულ მენატრდები და მეყვარები..
მე შენთვის ვეძებ უსიტყვო სიტყვას,
ხომ არის სადღაც უფერო ფერი.
არ მინდა იგი რომ სხვისგან ითქვას,
არ მინდა რომ სხვამ შეახოს ხელი.
ამიტომ როცა არაფერს ვამბობ,
შენც დაიმორცხვე და ჩუმად იყავ.
თუ უიმედო იმედიც გვათბობს,
გაიგე ჩემი უსიტყვო სიტყვაც.
~ ** ქ ე თ უ**~
არ გჯერა ჩემი? არ გინდა მიხმო?
არ გინდა მოვიდე და შენთან ვიყო?
ვიცი, გტკივა და შველას არ ითხოვ,
ვიცი გცივა და არ გინდა სითბო...
არ გინდა, ვინმეს ებრალებოდე,
სევდა ტყუილით გინდა დაათრო,
შენი დარდი და შენი ფიქრები
საგულდაგულოდ გინდა დამარხო...
ნურაფერს მეტყვი, ნურაფერს ფიქრობ,
შენი მზერაც კი ყვირილით მიხმობს.
ზოგჯერ სიტყვები საჭირო არ არის,
მე შენს ტკივილებს თვალებით ვიგრძნობ.
მაინც მოვალ და იმედს გაჩუქებ,
შენს თვალებში მე ხანძარს ჩავაქრობ,
შიშს შენგან სადღაც შორს გავიტაცებ
და ცრემლის მორევს უცებ გავაქრობ